logo
ENG



"გავაანალიზეთ არსებული ვითარება" - სირსკიმ და უმეროვმა ფრონტის ხაზი მოინახულეს

25 თებ 202412:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/25/sdrs14dlotnve32.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალებს მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ფრონტის ხაზი მოინახულეს. 

როგორც სირსკი Facebok გვერდზე წერს, დეტალურად განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და შემდგომ ნაბიჯებზე, კონკრეტულად კი თავდაცვის პოტენციალის გამოყენებასა და ფრონტის გარკვეული მონაკვეთების გაძლიერებაზე იმსჯელეს. 

"მოვუსმინეთ ჯარების ჯგუფების მეთაურებს მათი პასუხისმგებლობის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მტერი რეგულარულად არღვევს ჩვენი ჯარების პოზიციებს. ბევრ რაიონში სიტუაცია რთულია და მუდმივ კონტროლს მოითხოვს. 

ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე ბრიგადებისა და ცალკეული ბატალიონების მეთაურებსაც ვესაუბრეთ. გავაანალიზეთ ბრიგადაში წარმოქმნილი პრობლემები. კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება თავდაცვის ძალების კოორდინაციისა და სწორი ოპერატიული ურთიერთქმედების, ასევე, ჩვენი მცველების სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობაზე", - აცხადებს სირსკი. 

 


close დახურვა